მოსაზრება: რუსეთს ნატოს 8000 ფრთოსანი რაკეტისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ათასობით ფრთოსან რაკეტას არაფერი აქვს საერთო თავდაცვასა და უსაფრთხოებასთნ.
Sputnik

ეს კომპლექსები იმთავითვე აგრესიისთვის შეიქმნა. ადრე ნატოს რაკეტები „კრიზისებს აგვარებდა“ და „დემოკრატიას თესავდა“ ერაყში, იუგოსლავიაში, ლიბიასა და სირიაში. დღეს მხოლოდ რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი აჩერებს ალიანსს შემდგომი აგრესიული სამხედრო ოპერაციების ტირაჟირებისგან ევრაზიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, რომლებიც ავტომატურად ირაცხებიან „გან კიცხულებად“ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ.

მიმოხილვა: რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სტრატეგიულად ვითარდება

რუსეთის თავდაცვითი კონცერნის, „ალმაზ-ანტეის“ გენერალური დირექტორი იან ნოვიკოვი აცხადებს, რომ ზნატოს ქვეყნებმა 8000-ზე მეტი ახალი ფრთოსანი რაკეტა „მოაგროვეს“ და ეს საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის ძირითადი იარაღია. გარდა ამისა, აშშ-ის საიდუმლო კოსმოპლან X-37-ებს დედამიწის ორბიტაზე  ბირთვული იარაღის ზიდვა შეუძლიათ: „ოფიციალურად გაცხადებულია, რომ ეს აპარატები დაზვერვისა და სხვადასხვა მეცნიერული მიზნებით შეიქმნა. მაგრამ ჩვენოი შეფასებებით, მცირე აპარატს დაახლოებით სამი ბირთვული ქობინის ზიდვა შეუძლია, ხოლო დიდს − ექვსამდე ქობინისა“.

შეერთებული შტატები გეგმავს, რომ 2025 წლამდე ორბიტაზე კიდევ ორი კოსმოსური აპარატ გაიყვანოს და X-37-ის დაჯგუფება რვამდე გაზარდოს. ეს სერიოზული გამოწვევაა. მაგრამ იან ნოვიკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერ თანამედროვე საჰაერო-კოსმოსური შეტევის საშუალებებს გაუწიოს წინააღმდეგობა.

კონცერნი „ალმაზ-ანტეი“ 30-ზე მეტი სახეობის მრავალფუნქციურ მობილურ რადიოლოკაციურ სადგურს აწარმოებს. ასე მაგალითად, Небо-М შესანიშნავად „ხედავს“ უახლეს მცირედ შესამჩნევ საბრძოლო თვითმფრინავებს, მათ შორის, ამერიკულ გამანადგურებლებს − F-22 Raptor-სა და F-35 Lightning II-ს.

მოსაზრება: ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანას თალიბები ხელმძღვანელობენ

მაღალტექნოლოგიურ ხაზში შედის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები С-400 „ტრიუმფი“ და С-500 „პრომეთეოსი“, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ მსოფლიოში. ასეთი იარაღის განვითარება რუსეთის სტრატეგიული პრიორიტეტია. ახალი გამოწვევები და საფრთხეები ოპერატიულ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს.

კოსმოსური საფრთხე

დიდი სიშორის ფრთოსანი რაკეტები მედიასაშუალებებმა უკვე დიდი ხანია, „ჭანჭიკებამდე დაშალეს“. კოსმოპლანმა US Space Force X-37 პირველი 220 დღიანი გაფრენა დედამიწის ატმოსფეროს მიღმა 2010 წელს განახორციელა, თუმცა დღემდე იდუმალად რჩება. მისი შესაძლებლობების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. პროგრამა ჯერ კიდევ 2004 წელს გაასაიდუმლოეს და აქამდე სპეციალისტები მკითხაობდნენ: წაფრმოადგენს თუ არა კოსმოპლანი სამხედრო საფრთხეს ან NASA-სა და სააგენტო DARPA-ს სამეცნიერო ექსპერიმენტს ? თითოეული გაშვების კვალდაკვალ იზრდება ორბიტაზე მრავალჯერადი დრონების ყოფნის დრო. მაგალითად, X-37-ის მეოთხე გაფრენა 718 დღე-ღამე გრძელდებოდა, ხოლო მეხუთე − 780 დღე.

უჩინარი პატრული: რუსეთში მყვინთავი ხომალდი BOSS შეიქმნა

ოფიციალური იხნფორმაციით, პროგრაზმა X-37 – ეს ექსპერიმენტული ტექნოლოგიაა მრავალჯერადი უპილოტო კოსმოსური ხომალდების სფეროში − ამა თუ იმ სასარგებლო დატვირთვით. აპარატი სიგრძეში 9 მეტრია, ფრთების განშლა შეადგენს 4,5 მეტრს, სასტარტო წონა − 5 ტონა, ბორტზე კი დაახლოებით ერთი ტონა სასარგებლო ტვირთის ზიდვა შეუძლია. მოყვანილობით კოსმოპლანი საბჭოთა მრავალჯერად ხომალდ „ბურანს“ ან „ამერიკულ Space Shuttle-ს ჩამოჰგავს.

ამერიკული კოსმოპლანების გაშვება რაკეტმზიდი Atlas V 501-თა და Falcon 9-ით ხდებოდა. დედამიწის ახლო ორბიტაზე − 200-დან 750 კმ სიმაღლეზე − აპარატები აწარმოებდნენ დაზვერვას, მანევრირებდნენ და ყრიდნენ სასარგებლო ტვირთს.

გამოცემა Military Watch-მა 23 მაისს მცირედ ახადა ფარდა აპარატის სპეციალიზაციის საიდუმლოს: „X-37-ს შეუძლია ბირთვული დარტყმები განახორციელოს კოსმოსიდან“. ასეთი შესაძლებლობების რეალიზაცია საერთაშორისო შეთანხმებებითაა აკრძალული, მაგრამ გამოცემის ავტორებმა სათაურშივე აღნიშნეს მიზანი: „შეუძლია თუ არა რუსეთს შეაჩეროს X-37-ის ბირთვული დარტყმა?“ ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ მსგავს აპარატებს შეუძლია გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭონ აშშ-ს მომავლის პოტენციურ ომში. Х-37-ები ფაქტობრივად არის კოსმოსის მილიტარიზაციის პროგრამის ნაწილი  და შემთხვევითი არაა, რომ 2019 წელს ოფიციალურად შექიმნა აშშ-ის სამხედრო ძალების მეექვსე სახეობა − კოსმოსური ძალები. რუსეთი იძულებულია, ადეკვატურად ირეაგიროს კოსმოსურ საფრთხეებზე.

მიმოხილვა: ბოჭკოვანი მინის ნაღმმკრეფები ნებისმიერ ბლოკადას გაარღვევს

ასიმეტრიული პასუხი

უპილოტო კოსმოსური გამანადგურებლების „სარკისებრი“ ფლოტის აგება ეკონომიკურად მიწანშეწონილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგიურადაც შესაძლებელია და მსგავსი აპარატურა რუსეთსაც აქვს. ხუფრო ეფექტური და იაფია თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო და თანამგზავრსაწინააღმდეგო თავდაცვის ფრომირება მიწაზე.

აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ჰიპერბგერითი სისტემა С-500 „პრომეთეოსი“ წარმატებით „მოხსნის“ ორბიტიდან მოწინააღმდეგის კოსმოსურ ხომალდებსა და თანამგზავრებს. С-500-ის მახასიათებლები მნიშვნელოვნად აღემატება С-400-ის მახასიათებლებს და სამიზნის განადგურებას 600 კილომეტრიან რადიუსში უზრუნველყოფს, რომლებიც საათში 25 ათასი კმ სიჩქარით ფრენენ. „პრომეთეოსი“ ფართო სპექტრის ტექნიკასთან ბრძოლისთვისაა შექმნილი, საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის საშუალებების ჩათვლით − 200 კილომეტრამდე სიმაღლეზე.

მიმოხილვა: როდის აფრინდება რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდი

რუსული მძიმე გამანადგურებელ-ჩამჭერების მომდევნო თაობა МиГ-41 პირველ რიგში ახლო კოსმოსში ბრძოლების წარმოების მიზნით შეიქმნება. მანამდე კორპორაცია „მიგ-ის“ გენერალურმა დირექტორმა ილია ტარასენკომ განაცხადა, რომ ტექნოლოგიურად სრულიად ახალი თვითმფრინავი 4-5 მახის სიჩქარით იფრენს, ანუ საათში 6000 კმ სიჩქარით შეასრულებს ამოცანებს კოსმოსში.

დღეს მოწინააღმდეგის კოსმოსური თვითმფრინავებისა და თანამგზავრების ნეიტრალიზაციისთვის რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს შეუძლია გამოიყენოს მოდერნიზებული МиГ-31რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმძლავრეს საჰაერო მებრძოლად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავები. მეოთხე თაობის МиГ-31-ს შეუძლია 9 ტონაზე მეტი არსენალის ტარება და საშიში სარაკეტო იარაღის გამოყენება 2,83 მახის სიჩქარით.   Military Watch-ის მონაცემებით, МиГ-31 შეიარაღეწბის გამოყენება ახლო კოსმოსში შეუძლია.

რუსული რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სრულყოფილი თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებელი ავიაციის ფონზე, ამერიკული X-37-ის უპირატესობა აშკარა არ არის − ისინი ზედმეტად მოწყვლადია დედამიწის ორბიტაზე. რუსეთი ლიდერად რჩება შეიარაღების მაღალტექნოლოგიური სისტემების შემუშავებაში და ამით ინარჩუნებს მშვიდობას მსოფლიოში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს