ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში ძირითადად გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,23%-ით გაიზარდა და 100,99 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,58%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა

საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,31%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,88% მოგებით 106,51 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,44 პუნქტის ფასით 5,57% მოგებით, ფასი ერთ კვირაში არ შეცვლილა. 

საქართველოში დოლარის კურსი ეცემა – ფინანსთა მინისტრის მოლოდინები
 

„საქართველოს რკინიგზის“ ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,15%-ით გაიზარდა 105,95 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 2,37%-ს.

აქციებით ვაჭრობა

ფასი „საქართველოს ბანკის“ აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 8,11% გაიზარდა და ერთ აქციაზე 12 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 310 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,92–12,0 ფუნტის დიაპაზონში.

კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 0,48%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,22 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 563 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,2–6,4 ფუნტის დიაპაზონში.

TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 1,47%-ით შემცირდა 10,7 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 200 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,24–11,4 ფუნტის დიაპაზონში.