თბილისი, 25 მაისი - Sputnik. კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა1 ივნისიდან სრულად მოიხსნება, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ღიბრაძის განცხადებით, რესტორნებს საშუალება ექნებათ უქმე დღეებში სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ.
ამასთან, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვ.
გასულ კვირაში საკოორდინაციო საბჭომ რესტორნებს უქმე დღეებში მომხმარებელთა ღია სივრცეში მიღების ნება დართო. მანამდე კვების ობიექტებს მხოლოდ კვირის დღეებში შეეძლოთ მუშაობა, შაბათ–კვირას კი გატანის სერვისი მოქმედებდა.
ქვეყანაში კვლავ მოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გადაადგილებასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა. აგრეთვე სავალდებულოა ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება.