სისხლიანი დაპირისპირება თბილისში: კრწანისის რაიონში ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული, მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. თბილისში, კრწანისის რაიონში, აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრილია, იუწყება „პირველი არხი“.

კრიმინალი საქართველოში: შსს პირველი კვარტლის ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

ორი დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთი კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 109-ე (მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში) მუხლებით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საქმეზე ერთი პირია დაკავებული. ამ ნაწილში გამოძიება 336-ე მუხლით დაიწყო.