როგორ ავიცილოთ ჭკუასუსტობა სიბერეში

მიეცით მეტი თავისუფლება სხვებს და იმოქმედეთ თავადაც. რაც უფრო მეტია სპონტანურობა, მით მეტია შემოქმედება. რაც მეტია შემოქმედება, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ ჭკუასა და ინტელექტს!
Sputnik

ვლადიმირ ბეხტერევმა — აკადემიკოსმა, ფსიქიატრმა, ნევროპათოლოგმა მთელი ცხოვრება ტვინის შესწავლას მიუძღვნა. მან ერთხელ თქვა: „ისე მოკვდე, რომ არ დაკარგო გონება ცხოვრებისეულ გზაზე, მხოლოდ ადამიანთა 20%-სთვის იქნება შესაძლებელი“.

80% მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე მათი რიცხვი, ვისაც, სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა დაავადებისგან სიკვდილი ემუქრება. იმისთვის, რომ 20%-ში მოვხვდეთ, ამაზე ახლავე უნდა დავიწყოთ ზრუნვა.

წლებთან ერთად პრაქტიკულად ყველა ზარმაცდება. პარადოქსია: ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ სიბერეში პრობლემები არ გვქონდეს, მაგრამ ვიღებთ პირიქით. რაც უფრო ვმშვიდდებით და ვდუნდებით, მით უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ თავს.

როგორ ავიცილოთ ჭკუასუსტობა სიბერეში

ადამიანი თვითონაც ვერ ამჩნევს, როგორ სულელდება, ხანდახან კი ნამდვილ თვითკმაყოფილ ტირანს ემსგავსება და ამით იზრდება უფსკრული ადამიანსა და გარე სამყაროს შორის.

ხდება მტრული, ყრუ და ბრმა ახლობლების მიმართ

კარგავს ფიზიკურ და ინტელექტუალურ ფორმას

ეკარგება მეხსიერება, აზროვნების უნარი

ადამიანი თანდათან შორდება რეალურ სამყაროს, ქმნის თავის, ხანდახან სასტიკ და მტრულ, მტკივნეული ფანტაზიებით სავსე სამყაროს, საიდან გაქცევაც ყველას უნდა, ვინც კი მიუახლოვდება მას.

ეს რჩევები იოლად დაგავიწყებთ დავიწყების პრობლემებს

ყველაზე მეტად ჭკუასუსტობა იმას ემუქრება, ვინც ცხოვრება ისე განვლო, რომ დადგენილი წესები არ შეუცვლია. ისეთი თვისებები, როგორიცაა პრინციპულობა, სიჯიუტე, კონსერვატიზმი სიბერეში უფრო მარაზმამდე მიგვიყვანს, ვიდრე მოქნილობისკენ, უნარისკენ – სწრაფად შევცვალოთ გადაწყვეტილებები, ემოცია.

ჭკუასუსტობა უცბად არ მოდის. ის არც სიგიჟეა და არც ფსიქოლოგიური გადახრა და არც, მით უფრო, დაავადება. ამიტომ იმის მიგნება, თუ როდის იწყება ის, ძალზე რთულია.

ის წლების განმავლობაში პროგრესირებს და ადამიანზე სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იძენს.

ჭკუასუსტობის დაწყების ზოგიერთი ნიშანია:

როგორ ავიცილოთ ჭკუასუსტობა სიბერეში

•    კრიტიკის აღქმა მტკივნეული გახდა თქვენთვის იმ დროს, როდესაც თვითონ ძალიან ხშირად აკრიტიკებთ სხვას.

•    არ გინდათ ახლის სწავლა. გირჩევნიათ ძველი მობილური ტელეფონი შეაკეთოთ, ვიდრე ახალი მოდელის ინსტრუქციაში გაერკვეთ.

•    ხშირად ამბობთ: „აი, ადრე, ჩემ დროს…“, ანუ წარსულს ნოსტალგიით იხსენებთ.

•    მზად ხართ, დიდი ნეტარებით მოუყვეთ თქვენს თანამოსაუბრეს რამე, იმის მიუხედავად, აინტერესებს მას ეს თუ არა, მთავარია, რომ თქვენთვის არის საინტერესო.

ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა, რომ ის მრისხანებაზე დახარჯოთ – იცხოვრეთ „აქ და ახლა“

•    თქვენთვის ძნელია გონების მოკრება, როდესაც სერიოზულ ან სამეცნიერო ლიტერატურას კითხულობთ. ცუდად იგებთ და იმახსოვრებთ წაკითხულს. დღეს რომ თუნდაც წიგნის ნახევარი წაიკითხოთ, ხვალ შეიძლება აღარ გახსოვდეთ.

•    იწყებთ ისეთ საკითხებზე მსჯელობას, რაშიც კარგად გარკვეული არასდროს ყოფილხართ, მაგალითად, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, პოეზიასა თუ ფიგურულ სრიალზე. თან გეჩვენებათ, რომ ისე კარგად ერკვევით ამ საკითხებში, რომ სახელმწიფოს მეთაურობა, ან ლიტერატურის პროფესიული კრიტიკა, ან სპორტული ასპარეზობის მსაჯობაც კი შეგიძლიათ.

•    ორი ფილმიდან — საკულტო რეჟისორის ნაწარმოებსა და პოპულარულ კინონოველა–დეტექტივს შორის ყოველთვის მეორეს ირჩევთ. რატომ უნდა დაიძაბოთ ზედმეტად?

•    დარწმუნებული ხართ, რომ სხვებმა უნდა აგიწყოთ ფეხი და არა პირიქით.

•    ბევრი რამ თქვენ ცხოვრებაში რიტუალის სახეს იღებს. მაგალითად, არ შეგიძლიათ დილით ყავის დალევა თქვენი საყვარელი ჭიქის გარეშე, თან ამ დროს აუცილებლად გაზეთს უნდა ფურცლავდეთ. თუ რომელიმე ელემენტი ამოვარდება ამ რიტუალიდან, ამან, შესაძლოა, მთელი დღე „კალაპოტიდან ამოგაგდოთ“.

როგორ ავიცილოთ ჭკუასუსტობა სიბერეში

•    დროდადრო ამჩნევთ, რომ ირგვლივ მყოფთ ტირანივით ექცევით, მაგრამ ამას ბოროტი განზრახვით არ აკეთებთ, უბრალოდ, ფიქრობთ, რომ ეს სწორი საქციელია.

შეამჩნევდით, რომ სიბერეში გონებას უმეტესწილად ხელოვნებასა და მეცნიერების სფეროებში მოღვაწე ადამიანები ინარჩუნებენ, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ მეხსიერების დაძაბვა და გონებრივი სამუშაოს შესრულება. უფრო მეტიც, მათ უწევთ – აჰყვნენ თანამედროვე ცხოვრების რიტმს და არ ჩამორჩნენ მოდურ ტენდენციებს, რაღაცით გაუსწრონ კიდეც მათ. ასეთი ცხოვრება არის კიდეც ბედნიერი სიბერის გარანტია.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიბერეში ჭკუასუსტობა არ შემოგვეპაროს, არ ვიქცეთ ბუზღუნა, ტირან მოხუცად და შევინარჩუნოთ მეხსიერება?

რჩევები, რომლებიც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ

•    ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ დაიწყეთ ახალი რამის შესწავლა. რა თქმა უნდა, აუცილებელი არაა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროთ, შეგიძლიათ გაიაროთ კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსი, ან სრულებით ახალი პროფესია აითვისოთ;

•    შემოიკრიბეთ ირგვლივ ახალგაზრდები. მათგან ყოველთვის ისწავლით რაიმე ახალს, რაც დაგეხმარებათ არ ჩამორჩეთ თანამედროვეობას;

•    თუ დიდი ხანია ახალი არაფერი გაგიგიათ, იქნებ არც გიძებნიათ?

•    დროდადრო გადაწყვიტეთ ინტელექტუალური ამოცანები და გაიარეთ საგნობრივი ტესტები — ამჟამად ამგვარი ტესტები ინტერნეტში უხვად მოიძებნება;

•    მუდმივად შეისწავლეთ უცხოური ენები, თუნდაც არ გჭირდებოდეთ და არ ილაპარაკოთ ამ ენაზე. აუცილებელია რეგულარულად დაიმახსოვროთ ახალი სიტყვები, ეს მეხსიერების გავარჯიშების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა;

•    გაიფართოვეთ სიღრმისეული ცოდნა. აიღეთ ძველი სახელმძღვანელოები (სასკოლო თუ უმაღლესი სასწავლებლის) და პერიოდულად გაიხსენეთ ეს პროგრამები;

როდის ჩნდება ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების საშიშროება

•    მისდიეთ სპორტს. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ნამდვილად უშველის ჭკუასუსტობას;

•    ხშირად ავარჯიშეთ მეხსიერება, აიძულეთ თავი, გაიხსენოთ ლექსები, რომლებიც ოდესღაც ზეპირად იცოდით, პროგრამები, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდით, ძველი მეგობრების ტელეფონის ნომრები და სხვა;

•    დაამსხვრიეთ ჩვევები და რიტუალები. რაც უფრო განსხვავებული იქნება თქვენი მომდევნო დღე წინა დღისგან, მით ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ გონების სისუსტე დაგემართებათ. წადით სამსახურში სხვადასხვა გზით, შეუკვეთეთ განსხვავებული საკვები, გააკეთეთ ის, რაც ადრე არასდროს გიკეთებიათ;

•    მიეცით მეტი თავისუფლება სხვებს და გააკეთეთ თავადაც რაც შეიძლება მეტი. რაც უფრო მეტია სპონტანურობა, მით მეტია შემოქმედება. რაც მეტია შემოქმედება, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ ჭკუასა და ინტელექტს!