ყვითელი ამბები

„15 წელი გრძელდებოდა“ – თამთა ჭელიძემ ჯაბა კილაძესთან დაშორების შემდეგ დეპრესია დაამარცხა

ჯაბა კილაძე განსაკუთრებით პოპულარული გახდა ცნობილი სერიალით „შუა ქალაქში“, სადაც სანდროს როლს თამაშობდა. მას და მომღერალ თამთა ჭელიძეს ქალიშვილი აკავშირებთ.
Sputnik

მომღერალმა თამთა ჭელიძემ მრავალწლიანი დეპრესია დაამარცხა. ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ უყვება. თამთა აღნიშნავს, რომ მან მძიმე პერიოდი გაიარა, როდესაც მეუღლეს, მსახიობსა და ტელეწამყვანს ჯაბა კილაძეს გაშორდა.

ჯაბა კილაძეს და თამთა ჭელიძეს ულამაზესი შვილი ჰყავთ – ნახეთ როგორ ჰგავს გოგონა მამას

მომღერალი აღნიშნავს, რომ ეს დეპრესიული პერიოდი ჯამში 15 წელი გრძელდებოდა, ეგონა, რომ თავად უშველიდა თავს, რცხვენოდა ექიმთან მისვლის, მაგრამ სანამ ეს ნაბიჯი არ გადადგა, ვერაფერი მოუხერხა დეპრესიას.

„მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარი თავი დაკარგული მყავდა, კონცენტრირებას ვერ ვაკეთებდი. პირადულზეც ვერ ვახდენდი კონცენტრირებას, ვერც საქმეზე. დღეს რომ ვაანალიზებ, ამის დასაბამი იყო ჩემი ოჯახის დანგრევა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო. ორსულობა და მშობიარობა მქონდა ურთულესი, რასაც მოჰყვა პოსტსამშობიარო დეპრესია. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს მოჰყვა. ძალიან ვარდისფერი სათვალით გაზრდილი გოგო ვიყავი და ბევრი რამ ზედმეტად მტკივნეულად აღვიქვი“, – ამბობს თამთა ჭელიძე.

თუმცა, მომღერლის თქმით, შვილისთვის მამაზე ცუდი არასდროს უთქვამს და არც ჯაბას ოჯახზე, ამიტომ ლიზის სიგიჟემდე უყვარს მამა და ბებია-ბაბუა და ყოფილმა წყვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განშორებისგან შვილს ტრავმა არ მიეღო.

მსახიობი ჯაბა კილაძე საზოგადოებას თამთა ჭელიძის ცნობილი კლიპიდანაც ახსოვს, რომელსაც წლების წინ აქტიურად განიხილავდნენ, როგორც პირველ ქართულ მუსიკალურ ვიდეოს, სადაც თამამი სცენები იყო. მსახიობისა და მომღერლის წყვილმა 2002 წელს იქორწინა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ – ლიზა, რომელიც „მწვანე სკოლის“ მოსწავლეა. გოგონა ძალიან ჰგავს მამას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მამა-შვილი ხშირად მოგზაურობს ერთად.