„ჩვენ ხომ საბაჟო არ ვართ“ – ლავროვმა პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის თემაზე იხუმრა

შეხვედრის გამართვა ვლადიმირ პუტინს ჯო ბაიდენმა აპრილის შუა რიცხვებში შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს შესთავაზა.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერების ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით არაორდინარული პასუხი გასცა. 

რეიკიავიკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება

ჟურნალისტები შეეცადნენ ლავროვისგან გაეგოთ, დათანხმდა თუ არა მოსკოვი პრეზიდენტების შეხვედრას. „ჩვენ ხომ საბაჟო არ ვართ, ბეჭედი რომ დავუსვათ“, – ხუმრობით უპასუხა მინისტრმა.

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის, თუმცა თუ შეთანხმება შედგება, სამიტი შეიძლება გაიმართოს ერთ-ერთ „ევროპულ დიპლომატიურ დედაქალაქში“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკული მხარე ბაიდენი–პუტინის შეხვედრის გამართვას მომავალ კვირებში ელოდება.