ასტროპროგნოზი: ზაფხული, 2021 – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აირჩევს ფორტუნა

ზაფხული მხიარულებისა და ბედნიერების დროა. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს გაუმართლებს, მაგრამ განსაკუთრებით იღბლიანი სამი ნიშნის წარმომადგენლები იქნებიან
Sputnik

„ბედის ნებიერები“ – ასე შეიძლება ვუწოდოთ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებსაც ზაფხულის სამი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუღიმებს იღბალი.

სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო>>

ეს არ ნიშნავს, რომ ამ ნიშნების წარმომადგენლებს არ მოუწევთ ბარიერების გადალახვა, მაგრამ მათთვის დაბრკოლებებთან გამკლავება სხვებთან შედარებით იოლი იქნება.

ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები

ტყუპი

ზაფხულის დაწყებისთანავე ტყუპებს გაგიმართლებთ ყველაფერში: სამუშაოზე, სიყვარულში, ცხოვრების სხვა სფეროებში. როგორც ვარსკვლავები ამბობენ, დადგა მტკიცე მოქმედებების დრო. არ მოგერიდოთ თავის წარმოჩენა და არ შეუშინდეთ ცვლილებებს. ივლისში მატერიალური კეთილდღეობაზე მუშაობას უნდა მიუძღვნათ, ხოლო აგვისტო – პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას.

სასწორი

ზაფხულის დასაწყისში ძალზე დიდი იღბალი გელოდებათ სიყვარულში. ეს განსაკუთრებით მარტოხელებს ეხება. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მას ურთიერთობებში სრული ჰარმონია ექნება. ზაფხულის ბოლოს ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსებს – მოგეცემათ შანსი, მოაგვაროთ მატერიალური კეთილდღეობის საკითხები.

ფორტუნის საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

მორიელი

შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს ბოლო თვეები არცთუ მარტივი გქონდათ, მაგრამ სანერვიულო არაფერია – ზაფხულის დადგომისთანავე მოგეცემათ ყველაფერი უარყოფითის დავიწყების საშუალება. ივნისი დიდი ხნის ნანატრ ცვლილებებს მოიტანს, რისი წყალობითაც წარსულთან გამომშვიდობებას შეძლებთ. ივლისი – სიყვარულის დროა, ხოლო აგვისტო – პროფესიული ზრდის.