რას ვჭამთ: საქართველომ თურქეთს ათობით ტონა დაინფიცირებული ხილ-ბოსტნეული დაუბრუნა

საქართველოში უნდა შემოეტანათ 26 800 კილოგრამი კარტოფილი და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეული.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე ათობით ტონა ხილი და ბოსტნეული ამოიღო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რას ვჭამთ: ქართულ ბაზრებზე კვერცხის ხარისხს ამოწმებენ

უხარისხო საქონელი „სარფის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. ქვეყანაში უნდა შემოსულიყო თურქეთის ორი სატვირთო ავტომობილი, რომელიც იყო დატვირთული 26 800 კილოგრამი კარტოფილით და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეულით.

ფიტოსანიტარული შემოწმებისას პომიდვრისა და კარტოფილის შიგთავსიდან აღებულ ნიმუშებშიმავნე საკარანტინო ორგანიზმები გამოვლინდა.

საქართველოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი თურქეთში გააბრუნეს.