ქართული ქვევრის ღვინო იაპონიას იპყრობს

იაპონიის დედაქალაქში დეგუსტაციაზე ის ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც უკვე იყიდება ქვეყნის ბაზარზე.
Sputnik

 

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

იაპონიაში ღონისძიების „მსოფლიოს ორმაგი მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამართული დეგუსტაციის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოსთან „ვაშოკუ“ შეხამება იყო. 

პანდემიის მიუხედავად საქართველოდან ღვინის ექსპორტი იზრდება

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge–ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე სატორუ მორი უძღვებოდნენ. ქართული ღვინის პრეზენტაციას იაპონიაში საქართველოს საელჩოს დროებითი რწმუნებული თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

Red Bridge-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იაპონელი მომხმარებლები განსაკუთრებულ ინტერსს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის მიმართ იჩენენ.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიუად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ–ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტზე 200 ათასამდე ბოთლი ღვინო, მიმდინარე წლის იანვრი–აპრილის პერიოდში კი 64 ათასი ბოთლი გავიდა.