ქართველი მოჭადრაკე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

35 წლის ქართველმა სპორტსმენმა სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურას მოუგო.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ლევან ფანცულაია საერთაშორისო ონლაინ-ტურნირის Titled Tuesday Blitz გამარჯვებული გახდა.

მაქსიმალური 11 ქულიდან ფანცულაიამ 9,5 ქულა მოაგროვა.

ნინო ბაციაშვილმა სენსაციური მატჩი გამართა მაგნუს კარლსენთან

ქულათა იგივე რაოდენობა ჰქონდა კიდევ ოთხ მოჭადრაკეს, მაგრამ ფანცულაიამ მათ დამატებით მაჩვენებლებში მოუგო.

მეცხრე ტურში ფანცულაიამ სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურას მოუგო.

ფანცულაია გახდა მესამე ქართველი მოჭადრაკე, რომელმაც Titled Tuesday Blitz მოიგო. მანამდე ეს ბაადურ ჯობავამ და გიგა ყუფარაძემ შეძლეს.