კორუფცია იუსტიციის სამინისტროს ეშელონებში – დაკავებულია მაღალჩინოსანი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს შვიდიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსი დააკავეს, ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს ბინიდან გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვით შეჩერებას შეჰპირდა და სანაცვლოდ ქრთამის სახით 3.500 აშშ დოლარი გამოართვა.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.