თბილისი, 18 მაისი — Sputnik. პეკინის გამზირზე მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.
ხანძარი პეკინის №47-ში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
ადგილზე 10 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ცეცხლი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს მოგვიანებით გამოძიება დაადგენს.