ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის უფროსმა თავის დაწვა სცადა

ადვოკატის თქმით, ღოღობერიძემ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, რათა გამოძიების დეტალები გაერკვია, მაგრამ ის უარით გაისტუმრეს.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა, განუცხადა Sputnik-საქართველოს დაშავებულის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

მისი თქმით, ღოღობერიძის მდგომარეობა მძიმეა და ის ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: ბრალდებულის მამამ თავის დაწვა სცადა

„ჩემი კლიენტის წინააღმდეგ ფინანსურმა პოლიციამ „თაღლითობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება დარღვევებით მიმდინარეობს. ღოღობერიძის მისამართით გამომძიებლების მხრიდან არაერთხელ გაისმა მუქარა და შანტაჟი“, - განაცხადა პაპიძემ.

ადვოკატის თქმით, მერაბ ღოღობერიძე არაერთხელ შეეცადა შეხვედრილიყო გამომძიებლებს, რათა გამოძიების დეტალები გაერკვია, მაგრამ ყოველ ჯერზე მას უარს ეუბნებოდნენ.

მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.