მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში რამდენიმე ავტოფარეხი დაანგრია

მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ავტოფარეხები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იყო აშენებული
Sputnik

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება გრძელდება

უწყებამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო. შედეგად დადგინდა, რომ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მოქალაქეების  მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა.

მათი დემონტაჟი მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად მოახდინა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.