თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე მორიგი შეტევა განახორციელა, ავიადარტყმები „ტერორისტულ სამიზნეებზე“ მოხდა, ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის მანძილზე ღაზის სექტორიდან დაახლოებით 1750 რაკეტა გაუშვეს. ოფიციალური თელ-ავივის ცნობით, საპასუხოდ „ჰამასის“ ობიექტებზე 600-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა შვიდი მოქალაქე, 200-ზე მეტი დაშავდა.
პალესტინა კი 170-ზე მეტი გარდაცვლილისა და 1000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
საზღვარზე ვითარების გამწვავებას წინ უძღოდა აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება. არეულობა 8 მაისს, ღამით დაიწყო, რომლის მიზეზიც აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიხ-ჯარაჰის კვარტლიდან პალესტინელთა რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდა.