თბილისი, 16 მაისი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 75 პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელებით რეგიონი თბილისისა და იმერეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.
რუხის კლინიკაში 158 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 22.
ფოთის კლინიკაში 39 კოვიდ-პაციენტია.
სენაკის კლინიკა „სენამედში“ 12 პაციენტია მოთავსებული.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში - 27 პაციენტი.
სენაკის „ლაზიკა მედიში“ - 58 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 2.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა კი 62-ს შეადგენს.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 968-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 330.375-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია