მოცარელა
ყველის სახეობა, რომელსაც სტიკერების სახითაც უშვებენ. ძალიან კარგია ჩაისთან ერთად, სენდვიჩის სახით მარცვლოვან პურთან ერთად ან სალათში.
პოპკორნი
იცოდით, რომ პოპკორნი მარცვლოვანებს მიეკუთვნება? გარდა ამისა, მასში უჯრედისების დიდი პორცია შედის. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, საღამო საყვარელი ფილმის ყურებასა და პოპკორნის ხრამუნში გაატაროთ.
ხაჭო კენკროვანი ხილით (ზაფხულის მენიუ)
ხაჭოსა და წვნიანი კენკრის შეხამება მომენტალურად აგიმაღლებთ განწყობას და სიამოვნებას მოგანიჭებთ. განა რამე შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე კერძი რძის ცილების, ცხიმებისა და ანტიოქსიდანტების ოპტიმალური რაოდენობით?
კარგად მოხარშული კვერცხი
დაივიწყეთ მოძველებული მოსაზრება, რომ კვერცხს თუ მიირთმევთ, ქოლესტერინის დონე მოგემატებათ. ეს შესანიშნავი პროდუქტია საკვები ნივთიერებების უზარმაზარი სიით.
უშაქრო ჟელე
შესაძლოა, ეს ყველაზე უვნებელი ტკბილეულია. რა თქმა უნდა, საკვები ნივთიერებები ჟელეში არცთუ ბევრია, მაგრამ სახსრები, ფრჩხილები და თმა აუცილებლად მადლიერი დაგრჩებათ.