სრული გახსნა: მონტენეგრო ტურისტების მისაღებად ემზადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მონტენეგროში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 98.443 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1.545 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობა თითქმის 622 ათას ადამიანს შეადგენს).
Sputnik

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. მონტენეგრო უახლოეს დღეებში ყველა ქვეყნიდან ტურისტების მიღებას დაიწყებს, იუწყება РИА Новости ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ზდრავკო კრივოპატიჩზე დაყრდნობით.

მარტის ბოლოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სპუტნიკV"-თი აცრილი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში ჩასვლას ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატით შეძლებენ. ქვეყანაში ჩასვლა ნებადართული ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან ჩასული ტურისტებისთვისაც გახდა.

„მომდევნო კვირაში მონტენეგრო ყველა ტურისტისთვის საზღვრებს გახსნის ლოზუნგით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტენეგროს სანაპიროზე!“ - განაცხადა კრივოპატიჩმა.

ვაქცინა „სპუტნიკ V" 65-ე ქვეყანამ დაარეგისტრირა

რესპუბლიკაში 13 მაისიდან PCR-ტესტირება უფასოდ უტარდება იმ უცხოელ სტუმრებს, რომელთა ქვეყნებიც ამას დაბრუნებისას მოითხოვენ. ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გამო ქვეყანაში 20 მაისამდე გაუქმდა კომენდანტის საათი, რომელიც 00:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა, და ასევე უქმეებზე საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა.

კოორნავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთში 2020 წლის 11 აგვისტოს დაარეგისტრირეს. ვაქცინის ეფექტურობა, სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემის მიხედვით, 91,6%-ს შეადგენს. ეს დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფონდის მონაცემებით, სახელმწიფო რეგულატორების მხრიდან მოწონების მხრივ „სპუტნიკ V“-ს მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია.

„სპუტნიკ V" უკვე რეგისტრირებულია 65 ქვეყანაში, რომელთა მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 3,2 მილიარდ ადამიანს აღემატება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მონტენეგროში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 98.443 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1.545 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობა თითქმის 622 ათას ადამიანს შეადგენს).