საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე Sinopharm-ით აიცრა

ვაქცინაცია თბილისში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ჩატარდა.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების Sinopharm-ის პრეპარატით აიცრა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

ვაქცინაცია თბილისში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ჩატარდა.

„მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. მისასალმებელია, რომ Sinopharm-ის ვაქცინით ჩვენთან ერთად ბევრი მოქალაქე აიცრა“, – დაწერა თალაკვაძემ.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება. თავდაპირველად მედიცინის მუშაკები იცრებოდნენ, ახლა პროგრამა გაფართოვდა და უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს მოიცავს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 77.343 ადამიანი.