თვითგამოცხადებული ელჩი: რუსი ექსპერტები ლიეტუვის აქტიურობაზე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში

რუსმა პოლიტოლოგ-ექსპერტებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენლების ხშირ ვიზიტებზე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში
Sputnik

ლიეტუვა კიდევ ერთხელ ცდილობს, წარმოაჩინოს თავი ევროკავშირის პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“. ბალტიის რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწეებმა ტურნე მოაწყვეს სსრკ−ს ყოფილ ქვეყნებში. ექსპერტების აზრით, ამ ვიზიტებს სიმბოლური ხასიათი აქვს.

ბოლო დროს ლიეტუვის მმართველი წრეები ყველგან შეიძლება იხილთ, მაგრამ არა ვილნიუსში. პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოლდოვაში ოიმყოფება. სეიმის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი კიევში ჩავიდა. საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აპრილის ბოლოს საქართველოს ეწვია. რუსი ექსპერტები მსჯელობენ, რა დგას ლიეტუველი პოლიტიკოსების ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ვიზიტების მიღმა. 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

ძლიერი აქტიურობის ჩვენება

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ვადიმ ვოლოვოის აზრით, ლიეტუვას პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერობა სურს, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა.

„პროექტის მიზანი არის ევროკავშირის კავშირების განვითარება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქაღტველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. აქედანაა ლიეტუველი პოლიტიკოსების ვიზიტები პოსტსაბჭოთა სივრცეში. ზოგ სახელმწიფოში ინტეგრაციაზე საუბარი არ არის. მაგალითად, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია — უბრალოდ ევროკავშირი ერევანში თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს“, — მიაჩნია მას.

ვილნიუსი თავის ქმედებებს სხვაგვარად განმარტავს. როგორც პრემიერ−მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა არარატ მირზოიანთან შეხვედრისას, ლიეტუვას თავისი „წარმატების ისტორიის გაზიარება სურს“. გაუგებარია, რაზეა საუბარი. როგორც რესპუბლიკის მთავრობის სტრატეგიული ანალიზის ცენტრი  (STRATA) პროგნოზირებს: ემიგრაციის მაღალი დონის გამო, შობადობის მაჩვენებლით 2050 წლისთვის ლიეტუვა ევროპის ერთ−ერთ დაბერებად ერად იქცევა.

პრეზიდენტი ნეუსედაც ასევე არჩევს, უცხოელ კოლეგებთან თავისი სახელმწიფოს რეალურ პრობლემებზე კი არ ილაპარაკოს, არამედ აბსტრაქტულ პერსპექტივებზე მომავალში.

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის მეთაურები „ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ასევე მოლდოვასა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ“.

რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას

გარდა ამისა, სანდუმ და ნაუსედამ კიდევ ერთი ღონისძიება დაგეგმეს — ხის ერთობლივი დარგვა კიშინიოვის ბოტანიკურ ბაღში. ასეთი ჟესტით მოლდოვა ევროკავშირის ეკოლოგიურ პოლიტიკას დაუჭერს მხარს.

„თუ ვისაუბრებთ, რამდენად ეფექტურის ე ყოველივე, მაშინ ამ დროისათვის ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა ძალიან შორია, — მიაჩნია ბალოვოის. — რაიმე ძლიერი დახმარების მოლოდინი , როცა ევროპა თავისი პრობლემებითაა დაკავებული, ასევე არ ღირს. ამიტომ მომხდარი შეიძლება დავახსიათოთ როგორც ძლიერი აქტიურობის ჩვენება. ლაპარაკი იოლია, როცა შენზე ბევრი არაფერია დამოკიდებული“.

უნდოდათ უკეთესი, გამოვიდა როგორც ყოველთვის

ზოგი ლიეტუველი პოლიტიკოსი იმიტომ გამოდის სიტყვით, რომ „ლიეტუვის მაღალი ხმა მსოფლიოში ისმოდეს“. მაგრამ ზოგჯერ ეს გამონათქვამები თავად რესპუბლიკის იმიჯს აყენებს ზიანს, მიაჩნია პოლიტოლოგ ალექსანდრ ნოსოვიჩს, რომელსაც მაგალითად გაბრიელიუსის თბილისში ვიზიტი მოჰყავს მაგალითად.

მაშინ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „თბილისს აქვს შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავი რეგიონულ ცენტრად, იქნება ეს პანდემიასთან ბრძოლა, სავაჭრო ურთიერთობები თუ ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები, ნებისმიერ საკითხში, რომელიც ევროკავშირსა და ნატოს უკავშირდება. ლიეტუვა მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი თანამშრომლობის გაძლიერებაში“.

საკითხი, შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს საქართველო ინფექციასთან ბრძოლის ცენტრად, სადაც ჯერ ისევ მოქმედებს კომენდანტის საათი კორონავირუსის მესამე ტალღის გამო, ღიად რჩება. ასევე გაურკვეველია, შეუძლია თუ არა ასეთი მტკიცებებით გამოვიდეს ლიეტუვა, რომელშიც ვაქცინაციის ოთხი თვის განმავლობაში 2,5 ათასზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა აცრების შემდეგ. ამ რეიტინგის სათავეში AstraZeneca−ს პრეპარატი მოხვდა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება მაინც უარს ამბობს რუსული ვაქცინის შეძენაზე.

საქართველოს და ლიეტუვას თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

„ლიეტუვას ახლა ელემენტარულად არ აქვს იმ ამბიციური ამოცანების შესრულების შესაძლებლობა, რომლებზეც ლაპარაკობს, — ამბობს ნოსოვიჩი. — ამასთან ლიეტუველი პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ისინი წარმოადგენენ არა მარტო ლიეტუვას, არამედ მთელ ევროკავშირს. თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, მათთვის არავის დაუვალებია ევროკავშირის სახელით საუბარი“.

საკმარისია გავიხსენოთ მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარი, როდესაც საქართველოს ლიეტუვის სეიმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილენისი ეწვია, ამბობს ექსპერტი. ლიეტუვის ხელისუფლება ელოდა, რომ პავილენისი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონფლიქტის დარეგულირებას შეეცდებოდა. ამის ნაცვლად კი „შუამავალი“ სანქციებით დაიმუქრა ოპოზიციონერ ნიკანორ მელიას დაკავების გამო.

„საქართველოში თავად პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. საერთოდ, ქვეყნებს უნდა ესმოდეთ, რომ თუ მათ მისდით პროექტი ლიეტუვის მონაწილეობით, ესე იგი, სტაბილური ცხოვრება მთავრდება. ბელარუსში შექმნილი ვითარება ამის დასტურია. ლიეტუვა იქცა ოპოზიციის ყველაზე  მგზნებარე მომხრედ. გამოდის, რომ ლიეტუვა მუშაობდა დესტაბილიზაციაზე. თუკი პოლიტიკური კრიზისი ვერ გადაილახებოდა, ბელარუსი ქაოსში ცაიძირებოდა. ამიტომ პიეტუვა დესტრქუციულობისა და საფრთხის მატარებელია  — განსაკუთრებით სომხეთისა და მოლდოვისთვის, სადაც ტერიტორიული კონფლიქტების გამო ვითარება ისედაც არასტაბილურია“, — დაასკვნა ნოსოვიჩმა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს!