რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

100 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე მსახიობები კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მასალები მსახიობების მოღვაწეობის შესახებ.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. რუსთაველის ეროვნულ თეატრში ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობების – მედეა ჩახავას, სალომე ყანჩელისა და მარინე თბილელის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

საღამოზე წარმოდგენილი იყო საარქივო მასალა, რომელიც სამი ქართველი მსახიობის შემოქმედებასა და მოღვაწეობას ასახავდა. ღონისძიებაზე გამოჩენილი არტისტები კოლეგებმა და მეგობრებმა გაიხსენეს.

რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

„შევეცადეთ გაგვეხსენებინა ეს სამი არაჩვეულებრივი არტისტი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები ახლა რუსთაველის თეატრში ტრიალებს და ბედნიერები არიან დღევანდელი დღით. ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს“, – განაცხადა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ.

რუსთაველის თეატრში ერთბაშად სამი დიდი ქართველი მსახიობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

საიუბილეო საღამო თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს სახალხო არტისტები მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი და მარინე თბილელი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდნენ. მედეა ჩახავა გადაღებულია ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში როგორიცაა, „ჭრიჭინა“, „ბაში-აჩუკი“, „მხიარული რომანი“ და სხვ. არანაკლებ ცნობილ ქართულ ფილმში მონაწილეობდნენ სალომე ყანჩელი და მარინე თბილელიც.