ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი სწრაფად იძენს პოპულარობას. ტელეწამყვანმა და ბიზნესმენმა ახლახან გაამხილა, რომ მისი რჩეული 19 წლის მომღერალი ლიზა ჩიჩუაა. ლიზა ცნობილი ოჯახიდანაა. მისი მამა ცნობილი ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა – ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი.
ირაკლი და ლიზა „ინსტაგრამზე“ საკუთარ ხელმომწერებს ერთად ცეკვის ვიდეოებს უზიარებენ. აღსანიშნავია, რომ მათი ვიდეოები დიდ ინტერესს იწვევს. პირველი ვიდეო 400 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა, ხოლო მეორეს ნახვები უკვე 100 ათასს გადასცდა.
ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ და მისმა რჩეულმა ლიზა ჩიჩუამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთად აღნიშნეს. ორივე მათგანმა საზოგადოებას აღდგომა სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნეს. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, წყვილმა დრო ოჯახურ გარემოში გაატარა - ირაკლის დასთან, სიძესთან და დისშვილთან ერთად.
ირაკლისა და ლიზას ფოტოებს ფოტოებს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა. „როგორ უხდებით ერთმანეთს“, „საუკეთესო წყვილი ხართ“, „თვალს და გულს უხარია თქვენი დანახვა“, - აღნიშნავენ კომენტარებში მათი გულშემატკივრები. უამრავი ქართველი თუ უკრაინელი ქალბატონის სასურველი მამაკაცის გული დაიპყრეს. ირაკლი მაქაცარიამ ფავორიტ ქალბატონთან ერთად პირველი ფოტო რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. საჯარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. უახლეს ფოტოკადრს ტელესახემ თბილი წარწერაც დაურთო. „ჩემი ცხოვრების სიყვარული“ - ამ ემოციური სიტყვებით იწყება წყვილის სასიყვარულო ისტორია. ირაკლი მაქაცარია მეორე ნახევარს აღარ მალავს.
წყვილს შორის 15-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.