COVID-19 საქართველოში – 13 მაისის მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 306.264 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.379, კარანტინის რეჟიმშია 73, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.278 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 710 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 776-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 326.441-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 306.264 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.329), გარდაიცვალა – 4.379 (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 73, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.278 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 710 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.982 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.394, PCR–ტესტით – 11.588.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,43%, ბოლო 14 დღის – 5,56%, ბოლო 7 დღის – 4,79%.

ამჟამად სულ აცრილია 77.343 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 4.056 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.