ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა – ქართველი სუმოისტი უარყოფით ბალანსზე რჩება

ლევან გორგაძემ სუპერტურნირის მეოთხე დღეს ორთაბრძოლა ჰიდენოუმისთან იორიკირის ილეთით დათმო. ქართველი შემდეგ შეხვედრას ონოშოს წინააღმდეგ გამართავს.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მესამე მარცხი განიცადა.

ტოჩინოშინის მეორე მარცხი ნაცუ ბაშოზე – გორგაძეს ისევ უარყოფითი ბალანსი აქვს

ტოჩინოშინი, რომელიც მაისის ბაშოზე მე-7 მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმისთან დამარცხდა. ჰიდენოუმიმ ლევან გორგაძეს იორიკირის ილეთით აჯობა და საკუთარ აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა. ამ დროისათვის ქართველ სუმოისტს უარყოფითი ბალანსი აქვს, მის ანგარიშზე ერთი მოგება და სამი მარცხია.

გორგაძის მორიგი მეტოქე მაისის ბაშოზე მე-5 მაეგაშირა ონოშო იქნება. ონოშოს მიმდინარე სუპერტურნირზე სამი მოგება და ერთი მარცხი აქვს.