ავარია იმერეთში მსხვერპლით დასრულდა

საერთაშორისო მნიშვნელობის ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი სპეტექნიკას შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. იუწყება „პირველი არხი“.

ტელეკომპანიის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილი სპეცტექნიკას შეეჯახა. ავარიის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ავარიაში მოყოლილი 80 წლამდე ქალი დახმარებას სამი დღე ელოდა

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 94 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,6 ათასი დაშავდა.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში 1.247 ავარია მოხდა. შემთხვევების 43% თბილისზე მოდის.

თბილისში მომხდარი 539 ავარიის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 645 ადამიანი.

რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.