თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
ტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დოჰიოდან აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ცურუგისიო განდევნა. სუმოისტები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.
ქართველი სუმოისტი ტურნირზე მომდევნო ბრძოლას დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა - ტაკარაფუძის წინააღმდეგ გამართავს. მეტოქეები ერთმანეთს სულ ახლახან შეხვდნენ - იმპერატორის საგაზაფხულო თასზე. დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელიც ერთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ტოჩინოშინმა გაიმარჯვა. ამ მომენტისთვის პირადი დაპირისპირების ანგარიშია 13:9 ქართველი გოლიათის სასარგებლოდ.
ზაფხულის ნაცუ ბაშო ტოკიოში 23 მაისამდე გაგრძელდება.