ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო მარცხით დაიწყო

ქართველი სუმოისტი იჩინოჯოსთან იორიკირით დამარცხდა. ტოჩინოშინი ბაშოზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ხვალ ცურუგიშოსთან ეცდება.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოს პირველ საჭიდაო დღეს დამარცხდა.

ლევანი მაისის ბაშოზე მე-7 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მისი მეტოქე კი მე-6 მაეგაშირა იჩინოჯო იყო. ტოჩინოშინმა ბრძოლა კარგად დაიწყო, თუმცა იჩინოჯომ ქართველი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

ლევან გორგაძის მორიგი მეტოქე ხვალ მე-8 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება, რომელიც პირველ ბრძოლაში ტაკარაფუჯისთან დამარცხდა.