ყველაფერი გამარჯვებისთვის: როგორ გაგზავნა აჭარის მკვიდრმა მთელი ფული ფრონტზე

მთიანი აჭარის მკვიდრმა „Sputnik-საქართველოს“ ქედაში მეორე მსოფლიო ომის გმირთა უჩვეულო ძეგლის ისტორია უამბო. იხილეთ აჭარელი მამაკაცის ამბავი, რომელმაც მთელი დანაზოგი ომის წლებში ფრონტზე გაზავნა
Sputnik

40-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ფაშისტური გერმანიის ძალები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ფრონტს უტევდა, აჭარის მკვიდრმა ჯალილ ბერიძემ მთელი თავისი დანაზოგი ფრონტზე გაგზავნა.

მან დახმარების თხოვნით ნათესავებსაც მიმართა, რომლებმაც თანხის ნახევარი მოაგროვეს. ჯამში მათ 50 ათასი მანეთის შეგროვება მოახერხეს, მთელი ეს თანხა ბერიძემ სატანკო ქვედანაყოფს ახალი ტექნიკის შესაძენად გადაურიცხა. 

ამ მოვლენის პატივსაცემად 80-იან წლებში ქედაში დაიდგა ძეგლი — თვითმავალი საარტილერიო დანადგარი პოსტამენტზე მემორიალური დაფით.

ეს ისტორია „Sputnik-საქართველოს“ ჯალალის ვაჟმა — ილია ბერიძემ უამბო.