გამარჯვების დღე საქართველოში: „უკვდავი პოლკის“ მონაწილეები ვაკის პარკში

თბილისელებმა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მონაწილეობა მიიღეს ხსოვნის აქციაში „უკვდავი პოლკი“, რომელიც ტრადიციულად იმართება თბილისში
Sputnik

თბილისელები დიდი გამარჯვების 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყვავილებითა და დიდი სამამულო ომის მონაწილე ნათესავების პორტრეტებით ვაკის პარკში შეიკრიბნენ.

მათ მემორიალთან დაცემულ გმირებს სანთლები დაუნთეს. ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელსაც დედაქალაქის მერია აწარმოებს, ღონისძიების ძირითადი ნაწილი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის) გადაიტანეს.

„უკვდავი პოლკის“ აქციის ჩატარება გადაწყდა სხვა ქალაქებშიც: ბათუმში, ახალქალაქში, გორში, ქუთაისში, თერჯოლასა და ზესტაფონში.