თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემათ, იუწყება საქართველოს მთავრობა.
არსებული ინფორმაციით, ვეტერანები 1000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახები 500 ლარს მიიღებენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას.
მანამდე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს დედაქალაქის მერიისგან 600 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულ პირებს – 300 ლარი ჩაერიცხათ.