ყაზანში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა

პარასკევს, „დიდი სლემის“ ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით ოთხი ძიუდოისტი იასპარეზებს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა ყაზანში მიმდინარე „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტატალაშვილმა ბელარუსი ვადიმ შოკა დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრებმა ყაზანის გრანდ–სლემი ოქროს მედლით დაიწყო

31 წლის ტატალაშვილისთვის ეს „დიდი სლემის“ ტურნირებზე მოპოვებული მეოთხე ბრინჯაოს მედალია.

ამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით გამოდიოდა ლუკა კაპანაძეც, რომელიც ბულგარელ მარკ ხრისტოვთან დამარცხდა.

ამ დროისათვის საქართველოს ნაკრებს ორი მედალი აქვს. 5 მაისს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში „დიდი სლემის“ გამარჯვებული გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი.

ტურნირის დასკვნით დღეს (7 მაისს) საქართველოს სახელით ოთხი ძიუდოისტი იასპარეზებს: იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე (ორივე –90 კგ), ონისე სანებლიძე (–100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).