ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში: კვირა, 9 მაისი

მიუხედავად ღრუბლიანი ამინდისა და სუსტი წვიმისა, სინოპტიკოსები დედაქალაქში თბილ ამინდს პროგნოზირებენ.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოში კვირას, 9 მაისს უმეტესად მოღრუბლული ამინდი და სუსტი წვიმაა მოსალოდნელი, აცხადებენ სინოპტიკოსები.

მზე თბილისში კვირას 05:48 საათზე ამოვა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდება და პლუს 12 გრადუსი იქნება. დღისით კი თერმომეტრის სვეტი პლუს 23 გრადუსამდე აიწევს.

თბილისში ქარის სიჩქარე წამში 10−15 მეტრს მიაღწევს, თუმცა დროდადრო 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.

მზე დედაქალაქში 20:06 საათზე ჩავა.