რიოს მეტროში სპეცოპერაციისას 25 კაცი დაიღუპა: ვრცელდება ვიდეო

ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი, დანაშაულებრივ საქმიანობაში ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს მეტროში პოლიციასა და დამნაშავეებს შორის სროლისას 25 ადამიანი დაიღუპა, იუწყება პორტალი G1.

​სროლა ქალაქის ჩრდილოეთ ზონაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საპოლიციო სპეცოპერაციის დროს მოხდა.

​არსებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცველია, დანარჩენები კი ნარკობიზნესში ეჭვმიტანილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ოფიცერს ტყვია თავში მოხვდა.

ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც.

სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, აღნიშნული ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი, დანაშაულებრივ საქმიანობაში ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ.