ლიხტენშტაინის პრინცი ეჭვმიტანილია – მას ევროპაში ყველაზე დიდი დათვის მოკვლა ბრალდება

დათვი მეტსახელად „არტური" 17 წლის იყო და ის არა მარტო რუმინეთში, არამედ მთელ ევროკავშირში ყველაზე დიდ დათვად იყო მიჩნეული.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. რუმინეთის ეკოლოგიურმა ჯგუფმა Agent Green და ავსტრიულმა VGT ლიხტენშტაინის პრინც ემანუელ ფონ უნდ ცუს ნადირობისას რუმინეთის ყველაზე დიდი დათვის მოკვლაში დასდეს ბრალი, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი დათვი იყო, იუწყება РИА Новости.

Agent Green-ის მონაცემებით, პრინცმა რუმინეთის საგარეო უწყებისგან ძუ დათვზე ნადირობის უფლება მიიღო, რომელმაც ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში ფერმერები აზარალა.

 ფოტოკადრი – დათვის ბელები ლაგოდეხის ნაკრძალში

„მაგრამ პრინცმა მოკლა არა ძუ დათვი, არამედ ხვადი, რომელიც ტყეში ღრმად ბინადრობდა და ადგილობრივ მოსახლეობას არ უახლოვდებოდა“, – აღნიშნულია Agent Green-ის პრეს-რელიზში. იქვე ნათქვამია, რომ დათვი მეტსახელად „არტური“ დაცულ ნაკრძალში, კარპატებში მარტში მოკლეს.

„17 წლის „არტური“ რუმინეთში და, სავარაუდოდ, მთელ ევროკავშირში ყველაზე დიდი დათვი იყო... ცხადია, რომ პრინცი ჩამოვიდა არა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, არამედ ყველაზე დიდი ნანადირევის წასაღებად, რათა ის სახლში კედელზე ჩამოკიდოს“, – განაცხადა Agent Green-ის ხელმძღვანელმა გაბრიელ პაუნმა.

მურა დათვს რუმინეთის კანონი იცავს და ქვეყანამ მასზე ნადირობა 2016 წელს აკრძალა. თუმცა მთავრობა გამონაკლისს უშვებს იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მოსახლეობას უქმნის სერიოზულ საფრთხეს ან მას სერიოზულ ზარალს აყენებს.