საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა „ზაგულბას“ სასახლეში ორი ქვეყნისთვის საინტერესო საკითხები განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“

ილჰამ ალიევმა ღარიბაშვილი „ზაგულბას“ სასახლეში მიიღო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განიხილეს ორივე ქვეყნისთვის საინტერესო საკითხები. 

საქართველოს პრემიერი 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

შეხვედრისას ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, კვლავაც გაგრძელდეს იმ პროექტების ერთობლივი განხორციელება, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებას ხელს შეუწყობს.

პრემიერმა ალიევი თბილისში მოიწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში ოთხშაბათს, 5 მაისს ჩაფრინდა. აეროპორტში მას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალი ახმედოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰალაფ ჰალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.