ვის და რატომ: ბრიტანეთში მოქალაქეებს კორონავირუსზე მესამედაც აცრიან

ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი სამ თვემდე გაიზარდა, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს აცრა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება შემოდგომაზე 50 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს კორონავირუსზე ვაქცინაციის მესამე დოზას შესთავაზებს, რათა საშობაოდ დაავადების დონის ზრდა აღკვეთოს, იუწყება გაზეთი The Times.

საცურაო აუზებში ქლორი კორონავირუსს 30 წამში კლავს: ბრიტანული კვლევა

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისათვის ბრიტანეთში ამ მიზნით ვაქცინირების ორი შესაძლო ვარიანტის გამოცდები მიმდინარეობს მთავარი სანიტარული ექიმის კრის უიაიტის ხელმძღვანელობით.

პირველი ვარიანტი ითვალისწინებს ისეთი პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც სპეციალურადაა მოდიფიცირებული ახალ შტამებთან ბრძოლისთვის. მეორე, ალტერნატიული ვარიანტი კი შესაძლოა იყოს ქვეყანაში უკვე მოწონებული პრეპარატებიდან ერთ-ერთი: Pfizer/BioNTech, AstraZeneca ან Moderna.

ამ დროისათვის გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაცია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებით მიმდინარეობს.

იმისათვის, რომ აცრა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს, ვაქცინის ორ დოზას შორის ინტერვალი, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამი კვირიდან სამ თვემდე გაიზარდა.