ბილ გეიტსი ცოლს შორდება: ხანგრძლივი ქორწინება დასრულდა

ბილ და მელინდა გეიტსები განქორწინების თაობაზე სასამართლოს დანიშვნას მომავალი წლის აპრილისთვის ითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მეუღლესთან მელინდასთან განქორწინებას გეგმავს, რის შესახებაც წყვილმა უკვე გამოაცხადა.

„ურთიერთობებზე ბევრი მუშაობისა და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, დავასრულოთ ქორწინება“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბიზნესმენმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე განათავსა.

​გეიტსების თქმით, ერთად ცხოვრების 27 წლის განმავლობაში სამი არაჩვეულებრივი შვილი გაზარდეს და დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს. წყვილი განქორწინების შემდეგაც ერთად აპირებს ფონდზე მუშაობას.

ყველაზე გულუხვი მილიარდერები: Forbes-მა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ცნობილი ხდება ისიც, რომ მელინდა გეიტსი, რომელმაც შეიტანა სასამართლოში განქორწინების შესახებ განცხადება, გაყრის შემდეგ მეუღლისგან ალიმენტის გადახდას არ მოითხოვს.

გამოცემა TMZ-ს ცნობით, წყვილი სასამართლოს დანიშვნას 2022 წლის აპრილისთვის ითხოვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გეიტსებმა შეთანხმებას სასამართლოს გარეშეც მიაღწიონ.

ამ დროისათვის განქორწინების მიზეზი ცნობილი არ არის.

ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში შედის. მისი ქონება 130 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.