რამდენიმე თვის წინ ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ თავსატეხი გაუჩინა, როდესაც მაია ასათიანის „სთორიში“ გაჩნდა ფოტო, სადაც მისი ხელი მამაკაცს ეჭირა, ორივეს კი ბეჭდები ეკეთათ. მაშინ მაია ასათიანმა საბოლოოდ მისი ვინაობა არ გაამჟღავნა, თუმცა მზად იყო მამაკაცის თანხმობის შემთხვევაში, ის ფოტოზე მოენიშნა. „დაგთაგო?“ – დააწერა ფოტოს ტელეწამყვანმა.
რამდენიმე საათის წინ მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ კვლავ იმ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო დადო. კაცის ცნობა მისი ბეჭდითაა შესაძლებელი, რომელიც სავარაუდოდ საქორწინო ბეჭედი არაა, უბრალოდ პატრონი მას როგორც თილისმას ისე ატარებს.
მაია ასათიანი რომ შეყვარებულია ამას რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს. მაშინ ტელეწამყვანმა თქვა, რომ რასაც მის პირად ცხოვრებაზე საუბრონდნენ მართალი იყო, უბრალოდ ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურს, რადგან ეს პირადი ცხოვრება მხოლოდ მისი არ არის.
„მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.