თბილისი, 2 მაისი – Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბაზელის ხელისუფლებამ შესთავაზა ქუჩაში მყოფ მოწყალების მთხოვნელებს მონაწილეობა მიეღოთ უჩვეულო გარიგებაში - მათ მისცემენ ბილეთს ნებისმიერ ევროპულ ქალაქამდე, თუ ისინი წერილობით პირობას დადებენ, რომ ბაზელში აღარ დაბრუნდებიან, იუწყება РИА НовостиBasler Zeitung-ზე დაყრდნობით.
„ისინი ხელს მოაწერენ ვალდებულებას, რომ აღარ დაბრუნდებიან შვეიცარიაში - ყოველ შემთხვევაში, დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა იუსტიციისა და უსაფრთხოების ადგილობრივი დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტოპრაკ ეგრუზმა.
აღინიშნა, რომ ამ შეთანხმების დარღვევისთვის მოწყალების მთხოვნელებს ქვეყნიდან დეპორტაცია დაემუქრება.