თბილისი, 1 მაისი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული გუგუთის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კლდის მასის ჩამოშლამ გზაზე გადაადგილება შეაფერხა და ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ამ ეტაპზე ადგილზე ტექნიკის მობილიზაცია ხდება და გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.