წითელი პარასკევი: რა დაიშვება და იკრძალება ხალხური რწმენით

წითელი პარასკევისთვის, გარდა ქრისტიანული ტრადიციებისა, არსებობს ხალხური ადათ-წესებიც, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა და იკიდებდა ფეხს მორწმუნეთა შორის
Sputnik
ხალხური რწმენა და ვნების კვირის მინიშნებები: თუ იღბლიანი წელი გსურთ

ხშირ შემთხვევაში ამ წესებს, რიტუალებსა თუ მინიშნებებს, არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, უფრო მეტიც, ისინი წარმართული პერიოდიდანაა შემორჩენილი, მაგრამ უკვე იმდენად მყარადაა გამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში, რომ ლამის გაიგივებულია კანონიკურ ტრადიციებთან.

გარდა ამისა, ეს ადათ-წესები ადამიანთა ყოფის, კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და, შესაბამისად, ცუდი არ იქნება მათი ცოდნა.

ხალხური რწმენით, წითელ პარასკევს არ შეიძლება:

  • საოჯახო საქმეების კეთება, განსაკუთრებით, კერვა, რეცხვა და რამის ჭრა;
  • ბანაობა - ამ წესის დარღვევა ხალხს დიდ ცოდვად მიაჩნდა;
  • სიმღერა, მხიარულება, გართობა – მიიჩნევა, რომ ვინც ამ დღეს იმხიარულებს, მთელი წელი სატირლად ექნება საქმე;
  • მიწაში რკინის საგნების ჩარჭობა - მაგალითად, ბარის, თოხის და ა.შ. ამიტომ ამ დღეს დარგულ-დათესილი მცენარე აუცილებლად დაიღუპება;
  • შვილის ჩასახვა - ბავშვი, დიდი ალბათობით, ავადმყოფი დაიბადება, ან სასტიკ დამნაშავედ ჩამოყალიბდება;
  • მიწაზე დანერწყვება - ვინც ამ დღეს მიწას დააფურთხებს, იმას წმინდანები მთელი წლით გაუწყრებიან.

ხალხური მინიშნებები

ხალხური რწმენა: რაზე გაფრთხილებთ მფარველი ანგელოზი

ადექით დილით ადრე და ხმის ამოუღებლად გაიხედეთ ფანჯარაში. თუ პირველი დაინახეთ: 

ფრინველი - ქალისთვის ეს ახალ ნაცნობობას მოასწავებს, კაცისთვის - კარგ ამბავს;

ძაღლი - ნაღვლისა და სევდის ნიშანია;

კატა - კეთილდღეობისა და სიმდიდრისა;

ბიჭი ან კაცი - მთელი წელი ჯანმრთელი იქნებით;

ახალგაზრდა ქალი - წარმატებისა და სიკეთის ნიშანია;

ოჯახი - მშვიდი და წყნარი ცხოვრებისა;

მოხუცი ადამიანი - ავადმყოფობისა და დიდი დანაკარგისა.

მაცხოვრის ამაღლება: ხალხური რწმენა და დაშვება–აკრძალვები

თუ წითელ პარასკევს...

წითელ პარასკევს გამომცხვარი პური არასდროს ობდება და თანაც, სამკურნალო თვისება აქვს - ნებისმერ ავადმყოფობას უხდება;

ამ დღეს ღუმელიდან გამოღებული ნაცარი ალკოჰოლიზმს, თვალისცემასა და ნაღველს კურნავს;

მოუსვით ტილო სახლის ყველა კუთხეს და შეინახეთ უცხო თვალისთვის მოფარებულ ადგილას. ასეთი ტილო მტკივან წელსა და ფეხებს კურნავს'

მთელი დღის განმავლობაში არაფერს დალევთ, მთელი წლის განმავლობაში ვერანაირი სასმელი ვერაფერს გავნებთ;

აკურთხებინებთ ბეჭდებს, მთელი წელი დაცული იქნებით ყველანაირი ავადმყოფობისგან;

ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ის ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება;

მოღრუბლული ამინდი იქნება - პურის ყანას სარეველა მოედება;

ცა ვარსკვლავებიანი იქნება - ხორბალი მსხვილ თავთავს გაიკეთებს...