ღარიბაშვილი ისრაელში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

ქართველი ხალხის ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერონის მთაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ისრაელის მთავრობას და მოსახლეობას თანაგრძნობა გამოუცხადა

„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კატასტროფა“: ისრაელის პრემიერმა გლოვის დღე გამოაცხადა01

ბოლო მონაცემებით, ისრაელის ჩრდილოეთში, მერონის მთაზე, სადაც რაბინ შიმონ ბარ-იოჰაის საფლავი მდებარეობს, ლაგ-ბარ-ომერის დღესასწაულზე 100 ათასამდე მორწმუნე შეიკრიბა. ეს პირველი მასობრივი ღონისძიება იყო კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ. ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150 დაშავდა.

„ძალიან დამამწუხრა ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ის გვერდზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 2 მაისი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.