მოსკოვში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება: დასახელდა თარიღი

ფორუმი მოიცავს რუსეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ყრილობას, კონფერენციებს, სემინარებს, ექსკურსიებსა და სხვა კულტურულ პროგრამას.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. რუსეთში ქართული დიასპორის ფორუმი მოსკოვში 20−21 მაისს ჩატარდება, ნათქვამია ფედერალური ქართული ნაციონალურ−კულტურული ავტონომიის საიტზე.

რუსეთის ქართულმა დიასპორამ პუტინს ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა

ფორუმის ფარგლებში გაიმართება რუსეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ყრილობა, კონფერენციები, სემინარები, ექსკურსიები და კულტურული პროგრამა.

ფორუმზე მიწვეული იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, კულტურის მოღვაწეები, სხვა ნაციონალურ-კულტურული ავტონომიების ხელმძღვანელები და სხვ.

ძირითადი სამუშაო არენები იქნება რუსეთის ხალხთა სასახლე და მოსკოვის ეროვნებათა სახლი.

აღინიშნება, რომ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომია და რუსულ−ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი.