თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ზუგდიდში სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში მოხდა. დანაშაული ცივი იარაღითაა ჩადენილი. დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ის ბინაზე მალევე გაწერეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
ნიკა ლატარია