ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

„ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ დაფარა 250 მლნ დოლარის ევროობლიგაციები, რისთვისაც EBRD-ს 217 მლნ დოლარის კრედიტი გამოიყენა.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში ძირითადად შემცირდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

ობლიგაციებით ვაჭრობა

საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის“ ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,16%-ით გაიზარდა. ვაჭრობა დაიხურა 3,06% მოგებით 106,33 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,32 პუნქტის ფასით 5,62% მოგებით, ფასი ერთ კვირაში შემცირდა 0,19%-ით.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 250 მლნ დოლარის ევროობლიგაციები დაფარა

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,13%-ით შემცირდა 105,79-მდე, მოგება შეადგენს 2,82%-ს.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (GOGC) დაფარა 250 მლნ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები, რისთვისაც გამოიყენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი 217 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი.

აქციებით ვაჭრობა

ფასი „საქართველოს ბანკის“ აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 0,9%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 10,98 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 174 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,82–11,2 ფუნტის დიაპაზონში.

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამა დაასრულა

კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 3,75%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 5,65 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 155 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,6–5,89 ფუნტის დიაპაზონში.

TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 5,53%-ით შემცირდა 10,6 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 171 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 10,56–11,48 ფუნტის დიაპაზონში.