ზუგდიდში 73 წლის მამაკაცს შვილი ფიზიკურად გაუსწორდა

მამის ცემის ბრალდებით დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალი უკვე წარედგინა.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ზუგდიდში ქალი მამაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

73 წლის მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი წუხელ მოხდა. ქალბატონი, რომელიც მამას ფიზიკურად გაუსწორდა, ზუგდიდის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს და ის ამ წუთებში სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

ხობში 80 წლის ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

მამის ცემის ბრალდებით დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის ადვოკატის ზვიად ქობალავას განცხადებით, დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო ამაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

ნიკა ლატარია