როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. 2021 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 15,5%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 11,7%-ით.

საქართველოში ფასები იზრდება - ეროვნულმა ბანკმა მიზეზები განმარტა

მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,8%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

ფასები საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მარტში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,1%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 13,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 17,6%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 17,1%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,3%-ით გაიზარდა.

საქართველოში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდა – მონაცემები

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 12,7%-ით, მათ შორის სასმელზე – 10,4%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 19,4%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 21,4%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 21,4%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის დონემ 2021 წლის მარტში 7,2% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 1,5%-ით გაიზარდა. მარტში, თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ 4,2% შეადგინა.