თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ამ კვირიდან ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.
როგორც ბრიფინგზე უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულში ჩართვასთან დაკავშირებით მიიღეს.
„ამ კვირიდან იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები“, – განაცხადა ღიბრაძემ.
კორონავირუსი უკვე გადაიტანეს პრემიერ-მინისტრმა და რიგმა მინისტრებმა, ასევე პარლამენტის დაახლოებით ოცმა დეპუტატმა. რამდენიმე დეპუტატი ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის ფარგლებში საჯაროდ აიცრა.