აღდგომის დღესასწაულებზე და უქმე დღეებში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომისა და მომდევნო უქმე დღეებში დაწესებული დამატებითი შეზღუდვები მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდება

გარდა ამისა, 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით ქვეეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი ღამით შემსუბუქდება – იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე (ნაცვლად 21:00-დან 05:00 საათამდე).

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.